მაისის ბოლოსთვის, BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა დაადგინეს 110 608 რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს დაიღუპნენ.
BBC-ის რუსული სამსახურის მასალების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის რეგიონებს შორის, მოსახლეობის ერთ წილზე დანაკარგების რაოდენობით ტუვა ლიდერობს (10 ათას კაცზე 120-ისდაღუპვა). შემდეგ მოდის ბურიატია (91) და ალტაის რესპუბლიკა (89),
ტუვას ყოველი მეოთხე მცხოვრები, რომელიც ომში დაიღუპა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იყო. ეს მაჩვენებელი ერთნახევარჯერ აღემატება რუსეთის საშუალო მაჩვენებელს.
BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ტუვა 10 წელზე მეტია, რაც რუსეთის ფედერაციაში პირველ ადგილს იკავებს 100 ათას მოსახლეზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობით.
ამავდროულად, ტუვაში, საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებთან შედარებით, ადამიანები ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ისჯებიან.
ტუვას მაცხოვრებლებს შორის დანაკარგების ყველაზე დიდი კატეგორია პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები არიან: ისინი რესპუბლიკაში დადასტურებული დანაკარგების მესამედს შეადგენენ, რაც 1.5-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთში საშუალო მაჩვენებელი.
ტუვაში ბაზირებულია 55-ე მოტორიზებული მსროლელთა ბრიგადა, რომელმაც პირველივე დღეებიდან მიიღო მონაწილეობა უკრაინაში შეჭრაში და მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.