აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ავიაკომპანიებმა ეგვიპტეში შექმნილი მდგომარეობის გამო ამ ქვეყანაში თავიანთი თვითმფრინავების ფრენები შეაჩერეს. ამერიკული ავიაკომპანია " Delta "-ს წარმომადგენელმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ავიაკომპანია ჯერ ჯერობით ეგვიპტეში ფრენების განხორციელებისაგან თავს შეიკავებს. ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავები ქაიროში ნიუ-იორკიდან ყოველდღე ფრენდნენ.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, ბრიტანულმა ავიაკომპანია " British Airways "-მა ეგვიპტეში თავისი თვითმფრინავის ფრენა საერთოდ გაურკვეველი ვადით გადადო. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი თვითმფრინავები, ფრენების განახლების შემთხვევაში ქაიროში ყოველდღიურად იფრენენ, თუმცა მათი განრიგი ისე იქნება შედგენილი, რომ ავიაკომპანიის თვითმფრინავების ჩაფრენა და აფრენა ქაიროდან დღისით მოხდეს კომენდანტის საათის გამო.
ავიაკომპანია " Lufthansa "-მ კი დღეს ეგვიპტეში დაგეგმილი ერთი რეისი გააუქმა, ამჟამად ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა წყვეტს გააუქმოს თუ არა დგეს ქაიროში განსახორციელებელი კიდევ ორი რეისი - ფრანქფურტიდან და მიუნჰენიდან.
დღევანდელი რეისი ეგვიპტეში ასევე გადადო ფრანგულმა ავიაკომპანია " Air France "-მ, თუმცა ასევე გააკეთა განცხადება, რომ არ არის გამორიცხული, რომ ავიაკომპანიამ ეგვიპტეში მხოლოდ დღის საათებში იფრინოს.
მასალის გამოყენების პირობები