"დომოდედოვოში" მომხდარი ტერაქტი გახსნილია და ტერორისტის ვინაობა დადგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"დადგენილია ტერორისტი-თვითმკვლელის ვინაობა, რომელმაც "დომოდედოვოში" აფეთქება მოაწყო. ეს არის 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც წარმოშობით ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვინაობა ცნობილია, ჩვენ მას დღეს არ დავასახელებთ, იმის გამო, რომ მიმდინარეობს ღონისძიებები აღნიშნული ტერაქტის ორგანიზატორებისა და ხელისშემწყობების დასაკავებლად", _ განაცხადა რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს მოსკოვში "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაიჭრა.