კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ ორივე მხარის დელეგაციებს შორის შეთანხმებული გადაწყვეტილებების შედეგად.
„ასეთი შეხვედრის ფუნდამენტურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით პოზიციაში ცვლილებები არ არის. მაგრამ ასეთი შეხვედრა უნდა იყოს ორ დელეგაციას შორის სხვადასხვა სფეროში მიღწეული კონკრეტული შეთანხმებების შედეგი,“ - თქვა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარების ადგილმდებარეობის შესახებ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილებები - ადგილმდებარეობა ორივე მხარისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს.