კიდევ ერთი სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა, ეს ელის ყველას, ივანიშვილი ვერ იტანს ნახმარ სათამაშოებს და ახლა სურს ახალი სათამაშოებით შეავსოს დე ფაქტო მთავრობა - ლევან ხაბეიშვილი
ახლა დე ფაქტო მთავრობა სურს ჩაანაცვლოს ახალი სათამაშოებით, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის დამხობა თავის სათამაშოებთან ერთად.
“კიდევ ერთი ადამიანი/სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა და მას აქვს ასეთი დამოკიდებულებები, რომ “ნახმარს” ვერაფერს ვერ იტანს, შესაბამისად, ლილუაშვილის შემდეგ, ახლა უკვე გომელაურის დრო დადგა, წასასვლელიც არ აქვს ოღონდ არსად, ევროპაშიც ვერ წავა, მაგნიტსკის სიაშია, აშშ-იც ვერ წავა, ტერორისტების და მკვლელების სიაში ჰყავს შეყვანილი აშშ-ს, ივანიშვილს ეს არ აინტერესებს და მოისროლა “ნახმარი ნაჭერივით” და ეს ელის ყველას, კოლექტიურ სირაძეებს, ხარებებს, ივანიშვილი ვერ იტანს ნახმარ სათამაშოებს და ახლა სურს ახალი სათამაშოებით შეავსოს დე ფაქტო მთავრობა. ახალი მინისტრი არის მდინარაძის ლობირებით, იმას მიაღწია, რომ თვითონ თუ არ დანიშნეს მინისტრად, მისი ლობირების ქვეშ მაინც დაინიშნა კონკრეტული ადამიანი, თუმცა ეს არის სათამაშოებით თამაში და უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი მიზანი ჩვენთვის არის ივანიშვილის დამხობა მის სათამაშოებთან ერთად.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.