რუსეთის დუმამ დღეს მესამე და საბოლოო მოსმენით "პოლიციის" შესახებ მიღებული კანონის მიხედვით, ფაქტობრივად, უფლება მიანიჭა მომავალ პოლიციელებს სცემონ ქალებს, იმათი გამოკლებით, ვისაც "ორსულობის შესამჩნევი ნიშნები აქვთ". ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"კანონპროექტის განხილვისას სახელმწიფო დუმამ უფლება მისცა მომავალ პოლიციელებს, სცემონ ქალებს, იმათი გამოკლებით, ვისაც "ორსულობის შესამჩნევი ნიშნები აქვთ. წარმოდგენილმა შესწორებამ კანონპროექტში "პოლიციის შესახებ", რომელიც შეიცავდა აკრძალვას სუსტი სქესის მიმართ ძალის გამოყენების შესახებ, სახალხო რჩეულთა უმრავლესობას შორის მხარდაჭერა ვერ პოვა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ სხდომის თავმჯდომარემ დუმის პირველმა ვიცე-სპიკერმა ოლეგ მოროზოვმა აღნიშნა, რომ - "შესწორება გენდერული თანასწორობის პრინციპების გამო არ მიიღება".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ მესამე და საბოლოო მოსმენით "პოლიციის" შესახებ კანონი დღეს მიიღო. შედეგად, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან რუსეთში მილიციის ნაცვლად პოლიცია იარსებებს.