რუსეთის დუმამ მესამე და საბოლოო მოსმენით "პოლიციის" შესახებ კანონი მიიღო. ამით დეპუტატებმა დაასრულეს მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც პირველად, ჯერ კიდევ პროექტის პარლამენტში ოფიციალურ შეტანამდე, ფართო საზოგადოებრივ განსჯაზე იყო გამოტანილი, მათ შორის ინტერნეტის საშუალებითაც. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შედეგად, პირველი მარტიდან რუსეთში მილიციის ნაცვლად პოლიცია იარსებებს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, რუსული მედია აღნიშნავს, რომ სახელწოდება შს სამინისტროს ძირეული რეფორმირების ფარგლებში იცვლება, რომელიც მიმართულია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისკენ.