ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხეთი აგრძელებს თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„თქვენ იმსახურებთ დემოკრატიულ და მშვიდობიან მომავალს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ! გაგიმარჯოს საქართველო!“- წერს ელჩი.
შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.