პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უცხოელი კოლეგებისგან მისალოცი წერილები მიიღო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შალვა პაპუაშვილს და ქართველ ხალხს სომხეთის, ყაზახეთის, ისრაელისა და სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მიულოცეს და საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება უსურვეს.
მისალოც წერილებში ასევე გამოთქმულია პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი, რაც საერთო ღირებულებებს, ურთიერთპატივისცემას და რეგიონული სტაბილურობისადმი ერთგულებას ემყარება. წერილებში გამახვილებულია ყურადღება საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასევე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.