საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. თავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულად. გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!”, – წერს საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი.