გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის მასირებულ თავდასხმაზე.
„პუტინს მშვიდობა არ აინტერესებს, მას ამ ომის გაგრძელება სურს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ევროკავშირი დამატებით სანქციებზე შეთანხმდება“, - განაცხადა ვადეფულმა გერმანიის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში. იუწყება Reuters.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს იფორმაციით, 25 მაისის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშისას შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.
მისი თქმით, იერიშის შედეგად უკრაინის 13 რეგიონი დაზარალდა: ქალაქი კიევი, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმისა და პოლტავის ოლქები.