ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმად ევროკავშირის ყველა საქონელზე 50%-იანი ტარიფებს დააწესებს, აღნიშნა, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ნებისმიერი პოტენციური სავაჭრო შეთანხმება დაფუძნებული უნდა იყოს.„პატივისცემაზე და არა მუქარაზე“ . ამის შესახებ The Guardian იუწყება.
შეფჩოვიჩმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ჯეიმისონ გრირთან და ვაჭრობის მდივანთან, ჰოვარდ ლუტნიკთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა.
„ვესაუბრე ჯეიმისონ გრირსა და ჰოვარდ ლუტნიკს. ევროკავშირი სრულად ჩართულია და უჭერს მხარს ურთიერთსასარგებლო შეთანხმების უზრუნველყოფას. ევროკომისია კვლავ მზად არის, იმუშაოს კეთილსინდისიერად. აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და არა მუქარებს. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, – დაწერა მაროშ შეფჩოვიჩმა.
მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან ევროკავშირს 50%-იან ტარიფს დაუწესებს.