2010 წელს კომპანია ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის "ფორდის" მოგებამ 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღნიშნული მოგება 11 წლის განმავლობაში კომპანიისთვის რეკორდულია.
"ფორდის" გაყიდვებმა 2010 წელს 20 პროცენტით მოიმატა. გასულ წელს აღნიშნული კომპანია ყველაზე გაყიდვად ბრენდად დასახელდა.
როგორც "ფორდის" ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, გასულ წელს შემოსავლები გაიზარდა 3 პროცენტით და 120,9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.