შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი წერს.
მისი თქმით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.
„შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებით და რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ეს ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება“, – წერს შვედეთის ელჩი.