ბრიტანეთის სპეცსამსახურები პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ქონების დაწვის ფაქტთან რუსეთის შესაძლი კავშირის საქმეს იძიებს. ამის შესახებ Financial Times იუწყება.
წყაროების ცნობით, ბრიტანელი ოფიციალური პირები იძიებენ, შესაძლოა თუ გამოეძიების ფარგლებსი დაკავებული სამი ეჭვმიტანილი რუსი აგენტის მიერ იყოს გადაბირებული.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამჟამად მოვლენების მრავალი ვერსია განიხილება და არცერთი არ გამოირიცხება.
საუბარია სამ დაკავებულზე: 21 წლის რომან ლავრინოვიჩზე, 26 წლის რუმინეთის მოქალაქე სტანისლავ კარპიუკზე და 34 წლის უკრაინელ პეტრო პოჩინოკზე. მათ ბრალად ედებათ ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ცეცხლის განზრახ წაკიდებაში.
8 მაისს, მანქანას, რომელიც სტარმერმა გასულ წელს მეზობელს მიჰყიდა, ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი კენტიშ თაუნ სტრიტზე მოხდა, სადაც სტარმერი პრემიერ-მინისტრობამდე და დაუნინგ სტრიტზე გადასვლამდე ცხოვრობდა.
შემდეგ, 11 მაისს, იზლინგტონში მდებარე ერთ-ერთი სახლის კართან მცირე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ასევე გარკვეული კავშირი აქვს სტარმერთან. 12 მაისის დილით, ხანძარი გაჩნდა იმ სახლის შესასვლელთან, სადაც სტარმერი პრემიერ-მინისტრობამდე ცხოვრობდა და რომელიც, BBC-ის ცნობით, ამჟამად სტარმერის ნათესავის მიერ არის დაქირავებული.