გერმანიის ქალაქ ჰამბურგის მთავარ რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჰამბურგის პოლიციამ პარასკევს განაცხადა.
შეგახსენებთ, თავდასხმა გუშინ მოხდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის გერმანიის მოქალაქე, 39 წლის ქალია.
პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. და მის ფსიქიკურ მდგომარეობასაც სწავლობს.
ჰამბურგის მთავარ რკინიგზის სადგურსა და ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იარაღის, მათ შორის დანების, ტარება აკრძალულია.