ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმერ ჟირინოვსკის "კლოუნი" უწოდა და იგი ძაღლს შეადარა. ეს განცხადებები კადიროვმა რუსული ტელეარხის "როსიას" ეთერში გააკეთა.
"ჟირინოვსკი პოლიტიკოსი არ არის, ის არასერიოზული ადამიანია. არსებობს ძაღლი, რომელიც დაბმული ჰყავთ და რომელიც ყეფს. ის ზუსტად იგივეა. იგი დაბმული ჰყავთ და იგი მუდამ ყეფს. თუმცა მას ზედმეტი მოუვიდა და მან არც კი იცოდა რაზე ლაპარაკობდა", _ განაცხადა რამზან კადიროვმა და დასძინა, რომ ჟირინოვსკიმ თავისი ნამდვილი სახე აჩვენა.
შეგახსენებს, რომ კადიროვის აღშფოთება ვლადიმერ ჟირინოვსკის მიერ ახლახანს გაკეთებულმა განცხადებამ განაპირობა, რომლის დროსაც რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა რუსების მთავარ პრობლემად ჩრდილოკავკასია დაასახელა, უფრო კონკრეტულად კი სამი რესპუბლიკა - დაღესტანი, ჩეჩნეთი და ინგუშეთი.