გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 22-23 მაისს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 22-23 მაისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 22-23 მაისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.