სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეიდენტსა და ნობელის ლაურეატს მშვიდობის დარგში ნელსონ მანდელას საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. როგორც BBC იუწყება, მანდელა მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
92 წლის მანდელამ საავადმყოფოში ორი ღამე გაატარა. კეიპ ტაუნიდან მანდელა იოჰანესბურგის საავადმყოფოში ოთხშაბათს გადაიყვანეს.
მანდელამ მშვიდობის დარგში ნობელიის პრემია 1993 წელს მოიპოვა. სამხრეთ აფრიკაში ის მოიხსენიება როგორც მანდიბა, წოდება რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.