სუმის ოლქში, სამხედრო ნაწილში განთავსებულ სასროლეთზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდია ავრცელებს.
„სამხედრო ნაწილის სასროლეთზე წვრთნების დროს განხორციელებული დარტყმის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა,“ - აღნიშნულია ეროვნული გვარდიის მიერ გავრცელენულ ინფორაციაში.
მო,ხადრთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო ნაწილის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს და საჭირო ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.
„ეროვნული გვარდიის სარდლობა და სამართალდამცავი ორგანოები სუმის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად გუშინ [20 მაისს] მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემოწმებისა და გამოძიების შედეგების საფუძველზე მკაცრ სამართლებრივ შეფასებას მისცემენ ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.