ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას აფართოებს და არ გამორიცხავს თავისი ქმედებების შეცვლის შესაძლებლობას, თუ მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება მიღწეული იქნება.
ამის შესახებ ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა, განაცხადა.
„ჰამასი დაუმორჩილებლობისთვის ფასს გადაიხდის და ინტენსიურ ცეცხლს მიიღებს... ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენს მანევრებს, დავიკავებთ ახალ ტერიტორიებს, გავწმენდთ და გავანადგურებთ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ თავს ვიცავთ და ამისათვის ვალდებული ვართ შეტევა განვახორციელოთ“, - განაცხადა მან ანკლავში გამართული ოპერატიული შეხვედრის შემდეგ.
ზამირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძევლების გათავისუფლება ჰამასის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თუმცა თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, ისრაელის არმია თავის ქმედებებში ცვლილებების შეტანას შეძლებს.
„მე და ისრაელის არმიის ყველა ჯარისკაცი დაუღალავად გავაგრძელებთ მოქმედებას მანამდე, ვიდრე ჩვენი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ჰამასს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს - გაათავისუფლოს ჩვენი მძევლები. თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, ისრაელის თავდაცვის ძალები შესაბამისად შეცვლის თავის ქმედებებს“, - აღნიშნა ზამირმა.
18 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილშიფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.