დონალდ ტრამპმა ევროპელი ლიდერები შოკში ჩააგდო, როდესაც გუშინ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ Axios წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამგვარად, პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ფინეთისა და ევროკომისიის ლიდერებთან. როგორც Axios აღნიშნავს, ისინი იმედოვნებდნენ, რომ გაიგებდნენ, რომ ტრამპთან საუბრისას პუტინი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, ან რომ აშშ სანქციებს დააწესებდა ამაზე უარის თქმის შემთხვევაში.
ამის ნაცვლად, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი კიდევ ერთხელ უბრალოდ სიტყვიერად დათანხმდა შემდგომ მოლაპარაკებებზე, რომელშიც შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი სანქციების დაწესების იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.
ეს ინფორმაცია Axios-ს დაუდასტურა ორმა წყარომ, რომლებიც ევროპელებსა და ტრამპს შორის საუბრის დროს იმყოფებოდნენ და მესამე წყარომ, რომლისთვისაც საუბაროს დეტალები ცნობილი გახდა.
„ტრამპმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ამ საკითხისგან (ახალი სანქციებისგან) სრული გაწევისკენ მიისწრაფვის. ლიდერები გაკვირვებულები“ ან შოკირებულები ჩანდნენ, -წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, როდესაც ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ პუტინი უბრალოდ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის პირობების განხილვის დაწყებას, რამდენიმე წამის განმავლობაში გაკვირვებული სიჩუმე ჩამოვარდა.
წყაროების ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს პირდაპირ ჰკითხეს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა მან თქვა, რომ ეს კარგი იდეად არ მიაჩნდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინს შეთანხმების მიღწევა სურდა.
წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელები დაარწმუნა, რომ პუტინი დაჰპირდა „სამშვიდობო მემორანდუმის“ წარდგენას ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების პირობებით.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მან პუტინს სთხოვა წარმოედგინა ისეთი რამ, რაზეც შეთანხმდებას შეძლებდნენ“ და არა ისეთი წინადადება, რომელიც მაშინვე უარყოფილი იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთსა და უკრაინას შეეძლოთ პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა ყოველგვარი შუამავლების გარეშე, რადგან მათ უკეთ ესმოდათ კონფლიქტის დეტალები, ევროპელი ლიდერები ამას არ დაეთანხმნენ.
სატელეფონო საუბრის დროს ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ტრამპს შემდეგი ნაბიჯების შესახებ ჰკითხა.
„არ ვიცი. ვიღაც უნდა გამოვიდეს და თქვას, კარგად მიდის თუ არა მოლაპარაკებები და შემდეგ გადავწყვეტთ, რა ვქნათ“, - თქვა ტრამპმა სტუბის შეკითხვის პასუხად.