ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მთელ ღაზის სექტორზე კონტროლის დამყარებას გეგმავს.
ამის შესახებ მან Telegram-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს, ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ მთელ სექტორზე დავამყარებთ კონტროლს. მაგრამ ამისათვის ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ვერაფერმა შეგვაჩეროს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელის არმიას სექტორში წესრიგისადა ჰუმანიტარული დახმარების ძარცვისგან დაცვა მოუწევს.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა უკვე განიხილა გეგმები ღაზის სექტორში სამხედროების ყოფნის გაგრძელების შესახებ მაისის დასაწყისში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, გააკონტროლებდნენ თუ არა ისრაელის ძალები მთელ სექტორს თუ მხოლოდ ძირითად დასახლებულ ცენტრებს.
ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ნებართვა ორშაბათიდან, 19 მაისიდან გასცა.
დამკვირვებლები, მათ შორის გაერო, არაერთხელ აფრთხილებდნენ, რომ დახმარების გარეშე პალესტინის ამ რეგიონის მოსახლეობას შიმშილი ემუქრება.
მარაგს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) და ორგანიზაცია World Central Kitchen, ხოლო ისრაელის არმია და უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ სექტორის ტერიტორიაზე მათ შესვლას უზრუნველყოფენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ახალი მასშტაბური შეტევა 17 მაისს დაიწყო. ისრაელის ჯარებმა გააფართოვეს ოპერაციები რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, მათ შორის ქალაქ ღაზის ტერიტორიაზე.