ლაშა გაბიტაშვილი, აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს.
გაბიტაშვილის თქმით, ის ისრაელის მოქალაქეცაა, ამიტომ იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
მინდა, გაგიზიაროთ "ქართული ოცნების" მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება. მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მტელი ცხოვრება საქართველოშ ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არარ გაიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა.
მე ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ჩემი ცოლის მხრიდან მივიღე ქორწინებით და ამის შედემგ იუსტიციის სახლს მივმართე, რომ შენარჩუნებულიყო ჩემი მოქალაქეობა. მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე და პირიქით, განვაცხადე, რომ მინდა შენარჩენება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებ და ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დავიბრუნო საქართველოს მოქალაქეობა. ისინი ვერ წამართმევენ ვერც სამშობლოს და ვერც მოქალაქეობას, ქართველობას. ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანაში აღარ დარჩნენ ქართელები და ის ცრუ დაპირებები დარჩეს მხოლოდ სიტყვებად, რომელიც ეხება დემოგრაფიულ პრობლემებს, ემიგრანტების დაბრუნებას საქართველოში, ღირსეული ოჯახების შექმნას საქართველოში. ეს ყველაფერი სიცრუეა და მათი ინტერესი არის მხოლოდ, საქართველოში დარჩეს ის ხალხი, ვისზეც მათ კონრტოლის საშუალება ექნებათ და მარტივად მაღტავს მათ.
მე მყავს ორი ბავშვი, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და საქართველოში იზრდებიან. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ასევე, მესამე ბავშვს ველოდებით, რომელიც ასევე საქართველოში დაიბადება და არ ვაპირებთ, რომ რაღაც დავთმოთ "ქართული ოცნების" გამო: ან სამშობლო, ან ქართველობა.
ისრაელის ელჩიც საქმის კურსშია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩემს თავს, საერთოდ, ხდებოდა ამ ბოლო მოვლენების შემდეგ და პირადად ვაწვდი ინფორმაციას. ამიტომ, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას და არ დავუთმობ "ქართულ ოცნებას ჩემს ქვეყანას და არ გავაგდებინებ თავს ამ ქვეყნიდან, - ამბობს გაბიტაშვილი.
შეგახსენებთ, 13 იანვარს, აბუ-დაბიში "ქართული იცნების" წევრებს ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუასა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.