წინასწარი შედეგების მიხედვით, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „დემოკრატიულმა ალიანსმა“ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში ხმების ხმების 32.7 პროცენტით გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზე მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები“ გავიდნენ ხმების 23.4 პროცენტით, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტია „შეგა“ – 22.6 პროცენტით.
შედეგების გამოცხადების შემდეგ სოციალისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, პედრო ნუნო სანტუშმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს.
პარტია "შეგა", რომელიც 2019 წელს ყოფილმა საფეხბურთო კომენტატორმა, ანდრე ვენტურამ დააარსა ანტიემიგრაციული განცხადებებით გამოირჩევა.
"ეს არჩევნები არ მოგვიგია, მაგრამ ჩვენ შევქმენით ისტორია". - თქვა ვენტურამ და ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთის უბნებზე მიღებული ხმების დათვლის შემდეგ ფიქრობს, რომ "შეგა" მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.
პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ეს ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე არჩევნები იყო, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც მმართველმა პარტიამ ნდობის მოპოვება ვერ შეძლო