შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი "MIA" და თავდაცვის სამინისტროს საფეხბურთო გუნდი "არმია" “ დაუპირისპირდნენ.
დაძაბული მატჩის შედეგად, სამინისტროს თანამშრომლებმა ანგარიშით 1:0 დაამარცხეს "არმია" და გამარჯვება მოიპოვეს.
გუნდებს შორის შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს