პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევანი 13 დარეგისტრირებული კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.
გამოკითხვების მიხედვით, ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის, ასევე კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“.
ბოლო გამოკითხვებით, ტშასკოვსკი ხმების დაახლოებით 30%-ს აგროვებს, ხოლო ნავროცკი – დაახლოებით 25%-ს. გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს ანტიუკრაინული პარტიის, „კონფედერაციის“ კანდიდატი, სლავომირ მენცენი.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს გაიმართება.