ადამიანებზე ძალადობა და მათი მარგინალიზება ვერ "გაპრავდება" ოჯახური ღირებულებების სახელით. ოჯახი პირველ რიგში სიყვარულს ეფუძნება და არა სიძულვილსა და ძალადობას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი წერს.
„ადამიანებზე ძალადობა და მათი მარგინალიზება ვერ "გაპრავდება" ოჯახური ღირებულებების სახელით. ოჯახი პირველ რიგში სიყვარულს ეფუძნება და არა სიძულვილსა და ძალადობას.
თუ გვინდა, რომ თანამედროვე პროგრესულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ, უნდა ვისწავლოთ განსხვავებულის აღიარება, პატივისცემა და სიყვარული.
უნდა ვისწავლოთ ოჯახისა და ადამიანის დაფასება ყოველდღე და არა რომელიმე ერთ დღეს.
ჩემი პატივისცემა ყველას ვისაც საკუთარი ოჯახი უყვარს!
ჩემი სოლიდარობა ქვიარ თემს!“ - წერს ცქიტიშვილი.