აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით.
აღნიშნულია, რომ საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
„რუბიო მიესალმა სამხედრო ტყვეების გაცვლისა და თითოეული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად აუცილებელი პირობების ხედვის მომზადების შესახებ შეთანხმებებს და ხაზგასმით აღნიშნა ვაშინგტონის მზადყოფნა, გააგრძელოს შეთანხმების ძიების ხელშეწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, მითითებულია, რომ ლავროვმა აღნიშნა შეერთებული შტატების დადებითი როლი, რამაც ხელი შეუწყო „სტამბოლის მოლაპარაკებების განახლებას“ და ამ კონტექსტში დაადასტურა „მოსკოვის მზადყოფნა, გააგრძელოს ამერიკელ კოლეგებთან ერთად მუშაობა “.საუბრის დროს ასევე განიხილეს სხვა საერთაშორისო და რეგიონული საკითხები.
„მხარებმა გაცვალეს მოსაზრებები რუსეთ-ამერიკის კონტაქტების გაგრძელების შესახებ“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში.