ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში მორიგი მასშტაბური შეტევა დაიწყო.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს მასშტაბური დარტყმების განხორციელება და ჯარების მობილიზება ღაზის სექტორის რაიონებში ოპერატიული კონტროლის მისაღწევად, ოპერაციების გაფართოებისა და ომის მიზნების მისაღწევად მოსამზადებლად, მათ შორის მძევლების გათავისუფლებისა და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ გასანადგურებლად“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცახდებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი აფეთქებებია.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია ისრაელის არმიის მიერ ღაზის აღმოსავლეთით საარტილერიო ცეცხლის გახსნის შესახებ.
გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ცნობით, საცხოვრებელი სახლები დაიბომბა.
ისრაელის მედია პროგნოზირებდა, რომ შეტევა შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ დაწყებულიყო.
პარალელურად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) ოფისის ხელმძღვანელმა, ფოლკერ ტურკმა, დაგმო ისრაელის შეტევა.
„ეს გამოიყურება, როგორც ღაზაში მოსახლეობის მუდმივი გადასახლების მცდელობა, რაც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და ეთნიკურ წმენდას წარმოადგენს“, - განაცხადა ტურკმა ჟენევაში.