16 მაისს სტამბოლში გამართული დახურული შეხვედრის დროს რუსული მხარის წარმომადგენლებმა უკრაინის დელეგაციას არაერთი მოთხოვნა წაუყენეს, სადაც დასახელდა ის პირობები, რომელთა შემთხვევაშიც მოსკოვი მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის.
მათ შორისაა უკრაინის მიერ ტერიტორიებზე და რეპარაციების მოთხოვნაზე უარის თქმა დასახელდა. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg-ის ცნობით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ სამშვიდობო პროცესის დაწყების რამდენიმე პირობა გამოაცხადა.
კერძოდ, მოსკოვი მოითხოვს, რომ უკრაინამ:
• გაამყაროს თავისი ნეიტრალური სტატუსი, მის ტერიტორიაზე უცხოური ჯარებისა და მასობრივი განადგურების იარაღის განლაგების გარეშე;
• ოფიციალურად უარი თქვას რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნაზე;
• აღიაროს ყირიმის და კიდევ ოთხი რეგიონის ანექსია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები მათ სრულად არ აკონტროლებენ.
რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც უკრაინა ხერსონის, დონეცკის, ლუჰანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან თავის ჯარებს გაიყვანს და მათ რუსეთს გადასცემს.
კრემლი ასევე მოითხოვს ხუთივე რეგიონის საერთაშორისო აღიარებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.