უკრაინული მედიის ცნობით, სუმის ოლქის ქალაქ ბელოპოლიეს მახლობლად, რუსეთის ძალებმა დრონით მიკროავტუბსს დაარტყეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ცხრა ადამიანი, ხოლო დაშავებულია ოთხი.
ინფორმაცია თავდაპირველად სუმის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ გრიგოროვმა გაავრცელა.
„მტერმა სამოქალაქო ტრანსპორტს დაარტყა. მგზავრები დაშავდნენ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურები იმყოფებიან. დაშავებულებს დახმარებას უწევენ“, - განაცხადა გრიგოროვმა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის დაზუსტებული ცნობებით, რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.