"მალე მკითხველი მიიღებს ილიას მიმოწერის მე_17 ტომს. უკვე გამოცემულია ილიას აკადემიური ოცტომეულის მე-16 ტომი, რომელიც შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მომზადდა. გამოცემას უზრუნველყოფს "ილიას ფონდი". დარჩენილი ტომების გამოცემა კი მომავალი წლისთვის დასრულდება". 
ამის შესახებ ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას მე-17 ტომის ერთ-ერთმა შემდგენელმა ჯულიეტა გაბოძემ განაცხადა. 
მისივე განმარტებით, ილიას გამოცემა გასულ საუკუნეში დაიწყო.
 იგი წინა გამოცემასთან შედარებით შევსებულია ათი ტომი. ძირითადად პუბლიცისტური წერილებით, რომლებსაც ილია " მოწინავეებად" ხელმოუწერლად ბეჭდავდა გაზეთ'ივერიაში".
ამასთან, მე-17 ტომი რამდენიმე ათეული უცნობი პირადი წერილითაა გამდიდრებული.