სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა, ინფორმაციას CNN თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოლარაპარაკებები თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
უკრაინას წარმოადგენენ თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეები და სხვა ოფიციალური პირები.
რუსეთის დელეგაციას ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე შედიან რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მოადგილეები და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი.
უკრაინული მხარე რუსებთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობდა.