აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა.
Sky News-ის ცნობით, აბუ-დაბიში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი შეხვდა.
შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთსა და კატარში იმყოფებოდა. საუდის არაბეთში ვიზიტის პირველ დღეს, აშშ-მ საუდის არაბეთთან 142 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი.