თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესზე გამოიკითხნენ ნიკოლოზ ხურცილავა, ივანე კაპანაძე, ნიკოლოზ მანჯავიძე, საბა ნაბახტეველი და ლაშა იუღლიშვილი. ხუთივეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
საქმეზე მომდევნო სხდომა 23 მაისს, ისევ მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
დღეს გამოკითხული ხუთივე მოწმე პოლიცღნიშნავდა, რომ არ ახსოვთ ვისგან ნასროლი ქვა მოხვდათ.
ასევე დღევანდელ სხდომაზე მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ მათგან სისხლით დასვრილი ფორმები, ნივთმტკიცებად არ ამოუღიათ.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.