ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მზარდ ზეწოლას კრემლზე, - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. ის ეხმიანება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტის დამტკიცებას.
„ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვზღუდავთ წვდომას ტექნოლოგიებთან, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება. სიაში დავამატეთ კიდევ 189 ხომალდი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“, რათა დავარტყათ რუსეთის ენერგეტიკულ ექსპორტს. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მზარდ ზეწოლას კრემლზე“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ოთხშაბათს, 14 მაისს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს. სანქციები შეეხება რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“. შეზღუდვებს თითქმის 200 გემი დაექვემდებარება, მათ შორის ნავთობის ტანკერები.