ოთხშაბათს, 14 მაისს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა.
ამის შესახებ “ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირის ერთ-ერთი ავეყნის დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომელიცინფორმირებულია შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, სანქციები შეეხება რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“. შეზღუდვებს თითქმის 200 გემი დაექვემდებარება, მათ შორის ნავთობის ტანკერები.
ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა სანქციები დაახლოებით 30 ახალი კომპანიის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ სანქციებისგან თავის არიდებაში (განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით).
დიპლომატის თქმით, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 75 ახალი ინდივიდუალური სანქცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ელჩებმა ასევე დაამტკიცეს დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების, მსოფლიოში ჰიბრიდული ჩარევისა და ქიმიური იარაღის გავრცელების გამო.