დღეს, 28 იანვარს, 15:00 საათზე, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიდ დარბაზში ეროვნული კინოცენტრი კინოკომისიის პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს კინოკომისია (GFC) ეროვნული კინოცენტრის ქვესტრუქტურაა და მისი მიზანია მოიზიდოს უცხოელი კინომწარმოებლები საქართველოში გადასაღებად. პრეზენტაციას დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი თამარ ტატიშვილი და საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის პოლიტიკის ატაშე სინტია უიტლსი.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კინოკომისიის ახლად შექმნილი ვებგვერდი, რომელიც დაინტერესებული პირებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში კინოწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (ზოგადი ინფორმაცია ქვეყნის და კინოსექტორის შესახებ, ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზა, ადგილმდებარეობების ფოტოები, სტუდიებისა და კომპანიების საკონტაქტო ინფორმაცია, ა.შ.).