28 იანვარს და 1-ელ თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტებს გამართავს.
28 იანვრის კონცერტის პროგრამაშია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია, ანტონინ დვორჟაკის "სლავური ცეკვები" და მისივე კონცერტი ვიოლონჩელისა და ორკესტრისთვის (თხზ. 104). სოლისტის ამპლუაში წარდგება ვიოლონჩელისტი გიორგი ჯორჯაძე.
1-ელ თებერვლის კონცერტზე კი აჟღერდება იოჰანეს ბრამსის მეოთხე სიმფონია, ბედრჟიხ სმეტანას უვერტიურა ოპერიდან "გაყიდული საპატარძლო" და ფერენც ლისტის პირველი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. ფორტეპიანოს პარტიას შეასრულებს ანა გოგავა.
კონცერტებს წარუძღვება იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო.