ევროპის მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართეს საპროტესტო აქვიების ფარგლებში დაკავებულებმა. შეკრენილებმა მოისმინეს ციხიდან გამოგზავნილი აუდიოჩანაწერი, სადაც ირაკლი ქერაშვილი მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას გეუბნებით აქტიურობისთვის, ბრძოლისთვის, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე პუნქტის ერთგულები, შესაბამისად, ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა ბოლომდე", - თქვა ირაკლი ქერაშვილმა.