ხვალ, 27 ნოემბერს, სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე რეალიზებული საწვავის ხარისხობრივი მონიტორინგის პირველი შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. როგორც საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, პრეზენტაციაზე ლაბორატორიების დასკვნის საფუძველზე მიღებული მონიტორინგის შედეგები იქნება წარმოდგენილი.
ნავთობპროდუქტების კავშირისა და სერტიფიკაციის ორგანოს ~მონიტორინგის" ინიციატივით, პირველად კომპანია ~სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართი სადგურების მონიტორინგი განხორციელდა.
მონიტორინგში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირთან და ~მონიტორინგის~ წარმომადგენლებთან ერთად, ~სოკარის~, კავკასიის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრი ~ REC Caucasus"-ისა და ფონდი ~ქართული ხარისხის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საწვავის ხარისხის მონიტორინგს პერმანენტული ხასიათი ექნება, ახლო მომავალში საწვავის ხარისხი რეგიონებშიც შემოწმდება, მათ შორის, ნაკლებად ცნობილ კომპანიებში.