ბატონო ირაკლი, ყური ახლაც წითელი გაქვთ თქვენ, - ასე მიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსს მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომაზე.
დგებუაძემ კი თქვა, რომ "ახლა სცხელა".
დღეს ირაკლი დგებუაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შემდეგ მან ტკივილი განიცხადა და ყური გაუწითლდა:
"რამოდენიმე თანამშრომელმა ეზოში ყოფნის დროს, დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრა რომ ყურზე სიწითლე გაქვსო. შესაბამისად, ესე იგი მქონდა. მე ვერ ვხედავდი. მე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვნახე რომ რეალურად, ყურის ამ ნაწილში მქონდა სიწითლე", - თქვა დგებუაძემ.