თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე, საპროტესტო აქცია იმართება. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც დღეს ასეულობით მოსამართლე უნდა შეიკრიბოს საპროტეტსო აქციების ფარგლებში დაკავებულების მშობლები მივიდნენ, მათ მოსამართლეებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს..
"მონა!" - ამ შეძახილების ფონზე უწევთ მოსამართლეებს, აქციის მონაწილეებს შორის გავლა. რამდენიმე მათგანი ადგილზე ავტომობილით უკვე მივიდა.
აქციის მონაწილეებს დასანქცირებული მოსამართლეების ბანერები აქვთ გამოტანილი.
ფოტო: პუბლიკა