ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილი ხდება, კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.