ხვალ ეროვნული კინოცენტრი კინოკომისიის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე წარადგენენ კინოკომისიის ახლად შექმნილ ვებგვერდს, რომლითაც დაინტერესებული პირები საქართველოში კინოწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
ცნობისთვის, საქართველოს კინოკომისია (GFC) ეროვნული კინოცენტრის ქვესტრუქტურაა. მისი მიზანია, რომ საქართველოში გადასაღებად უცხოელი კინომწარმოებლები მიიზიდოს. ასევე, კინოკომისიის ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის განვითარებას.
პრეზენტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიდ დარბაზში 15.00 საათზე გაიმართება.