საქართველოს მეხუთე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს ახალი დადგენილება უწყების წინააღმდეგვე ევროსასამართლოში დამატებით მტკიცებულებად იქნება წარმოდგენილი.
"პრაქტიკულად, ცესკოს დადგენილებით მოხდა აღიარება იმის, რაზედაც ჩვენ ყველანი არა მხოლოდ ვსაუბრობდით, შეტაილი გქვონდა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი ამ თემაზე. ანუ საუბარია, ხმის დაცვის საიდუმლოზე, რომელიც არ იქნა დაცული გასული არჩევნების დროს.
დღევანდელი დადგენილებით ცესკომ აღიარა ეს ფაქტი, რადგან მიიღო უმნიშნელო, მაგრამ ზომები იმისთვის, რომ ვითომ, მისი თქმით, უკეთესად იყოს დაცული ამ ელექტრონული აპარატების მიერ ის საიდუმლოება, რომელიც არის აუცილებელი პირობა არჩევნების.
ამიტომ ამ საკითხზე ჩვენი პლატფორმა მიმართავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლოს, სადაც შეტანილია ამ საკითხებზე სარჩელი, იმისთვის, რომ ეს დამატებითი ინფორმაცია მათთვისაც ცნობილი იყოს, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის აპარატებზე ბიულეტენის დასაფარ მოწყობილობას დაამატებენ. ცესკო-მ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება გართულდება.