თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის გამო, ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. პაციენტები სხვა კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს.
კლინიკა „ჰელსიკორის“ განცხადებით, კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ ჩატარდება გეგმური პროცედურები, რაც დღეს იყო დაგეგმილი. კლინიკის ცხელი ხაზი: 574 060 533; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 112; ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ და მყისიერად გიპასუხებთ“, – ნათქვამია კლინიკა „ჰელსიკორის“ განცხადებაში.
თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულები არ არიან.
ფოტო: პირველი არხი