ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახლში პროკურატურის გარდა სუს-ის თანამშრომლებიც შევიდნენ.
"ახლა აღმოვაჩინე რომ სახლში შემოსულია სუსიც. პროკურატურის გარდა," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკა მიმდინარეობს აქტივისტ მარიამ ბაჟელიძისა და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებშიც.