აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ აქტივისტის სოციალურ ქსელში გავრცელებული პირდაპირი ეთერიდან გახდა ცნობილი.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, პროკურატურა აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდა. ისინი ბაჯელიძის პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის ამოღებას აპირებენ.
პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც.
ჟორჟოლიანმაც და ბაჯელიძემაც პროკურატურის თანამშრომლების გამოჩენის დროს მობილური ტელეფონებით „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში გასვლა შეძლეს, თუმცა მათი ჩართვები მოულოდნელად გაითიშა.
როგორც მარიამ ბაჯელიძეს პროკურატურის თანამშრომლებმა უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს „საბოტაჟის“ მუხლით.